8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZAKEJM5P 19 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

შარმ ტრეიდინგი

შარმ ტრეიდინგი

C კატეგორიის გადამზიდი

Batum Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1400 / ay 20 Eki tarihine kadar başvurun

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა."

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის გადამზიდის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 ანაზღაურება: ფიქსირებულს + საბონუსე (1400 ლარიდან)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მართვის მოწმობის C კატეგორია

დამატებითი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე.

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გადამზიდი-ბათუმი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
შარმ ტრეიდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek