სავაჭრო წარმომადგენელი
17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.trd.ge/ka ან მოგვწერეთ მეილზე.
"თიენდარი" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (მცირე სავაჭრო ობიექტების მიმართულება) პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები
- ახალი ობიექტების მოძიება: ახალი სავაჭრო წერტილების აქტიური ძიება და კომპანიის ბაზაში დამატება;
- პირდაპირი გაყიდვები და შეკვეთების მიღება: ობიექტებზე ვიზიტი, პროდუქციის შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება და შეკვეთების ოპერატიულად აღება/დაფიქსირება;
- ასორტიმენტის ზრდა: არსებულ მცირე ობიექტებში კომპანიის ახალი პროდუქტების შეტანა და პროდუქციის არეალის (Facing/Listing) გაფართოება;
- თანხების მართვა და კონტროლი: საჭიროების შემთხვევაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების კონტროლი, დებიტორული დავალიანების თვალყურის დევნება და თანხის დროული ამოღება;
- მერჩენდაიზინგი ადგილზე: პროდუქციის თაროებზე სწორად და თვალსაჩინოდ განთავსება, ვადების კონტროლი და ფასმაჩვენებლების განთავსება;
- ბაზრის მონიტორინგი: კონკურენტების აქტივობების, ფასებისა და ახალი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
- კომპანიის ავტომობილი (მექანიკა);
- პროდუქტი: სიგარეტი, ელ. სიგარეტი, სანთებელა;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულოა მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა).
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
- კომუნიკაბელური,
- სტაბილური,
- დეტალებზე ორიენტირებული,
- პუნქტუალური.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე.
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!