← Tüm iş ilanları

ZAR20M4P 17 Kas tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

სავაჭრო წარმომადგენელი

Görüşülür Oturum açın ve başvurun

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).

20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.trd.ge/ka ან მოგვწერეთ მეილზე.

"თიენდარი" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (მცირე სავაჭრო ობიექტების მიმართულება) პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი ობიექტების მოძიება: ახალი სავაჭრო წერტილების აქტიური ძიება და კომპანიის ბაზაში დამატება;
  • პირდაპირი გაყიდვები და შეკვეთების მიღება: ობიექტებზე ვიზიტი, პროდუქციის შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება და შეკვეთების ოპერატიულად აღება/დაფიქსირება;
  • ასორტიმენტის ზრდა: არსებულ მცირე ობიექტებში კომპანიის ახალი პროდუქტების შეტანა და პროდუქციის არეალის (Facing/Listing) გაფართოება;
  • თანხების მართვა და კონტროლი: საჭიროების შემთხვევაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების კონტროლი, დებიტორული დავალიანების თვალყურის დევნება და თანხის დროული ამოღება;
  • მერჩენდაიზინგი ადგილზე: პროდუქციის თაროებზე სწორად და თვალსაჩინოდ განთავსება, ვადების კონტროლი და ფასმაჩვენებლების განთავსება;
  • ბაზრის მონიტორინგი: კონკურენტების აქტივობების, ფასებისა და ახალი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • კომპანიის ავტომობილი (მექანიკა);
  • პროდუქტი: სიგარეტი, ელ. სიგარეტი, სანთებელა;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სავალდებულოა მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში;
  • B კატეგორიის  მართვის მოწმობა (მექანიკა).

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • კომუნიკაბელური,
  • სტაბილური,
  • დეტალებზე ორიენტირებული,
  • პუნქტუალური.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე.

გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz