8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZFR8XJST 15 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

ბიბლუსი

ბიბლუსი

კატეგორიის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

  • ბაზრის ანალიზი და მაჩვენებლების წინა პერიოდებთან შედარება
  • სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა
  • კომპანიის მომხმარებელთან დაკავშირებული ანალიტიკა
  • ქსელის თანამშრომლების მიერ კატეგორიის ცოდნის კვლევა და შემოწმება, ასევე ამ ცოდნის მიღებაზე ზრუნვა
  • კატეგორიისა და ქვეკატეგორიის განსაზღვრა
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარება
  • იმპორტის შემთხვევაში ლოჯისტიკაში ჩართულობა, შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა
  • საბაჟო პროცედურებში ჩართულობა
  • კატეგორიის/რეპორტინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული გაყიდვების რეპორტების ანალიზი
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური ურთიერთობა მომწოდებელთან ეფექტური და მომგებიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად
  • მერჩენდაიზინგის სტრატეგიის განსაზღვრა მერჩენდაიზინგის ასისტენტთან ერთად პლანოგრამის განსავითარებლად
  • სივრცის ოპტიმიზაცია - დეფიციტების გამორიცხვა, მომგებიანი პროდუქტის ასორტიმენტის შენარჩუნება მოცემულ სივრცეში
  • კატეგორიის სპეციალისტთან ერთად შეკვეთების მომზადება/განხილვა
  • მომწოდებლებთან ვალდებულებების თვალყურის მიდევნება ფინანსური განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით.
  • კოორდინირების გაწევა კატეგორიის სპეციალისტის საქმიანობაზე და თანამშრომლობა სხვა კატეგორიის მენეჯერებთან, ქსელის მართვასთან, ლოჯისტიკასთან, ფინანსებთან, მარკეტინგთან.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წელი, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
  • 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი- პარასკევი 09:30-18:30;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (კატეგორიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბიბლუსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek