ბაღის მზარეულის დამხმარე
olağana göre −50% · olağan 1,610 ₾ · 115 ilan
13 Kas tarihinde yayınlandı (31 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun
"მონტესორის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-16:00 ანაზღაურება: 800 ლარი თვეში (ხელზე ასაღები) სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ვეძისი.
ძირითადი მოვალეობები
- მზარეულის დავალებების შესრულება და სამზარეულოში ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა;
- პროდუქტების მომზადება: გარეცხვა, გათლა, დაჭრა და წინასწარი დამუშავება;
- გასაყინი პროდუქტების მომზადება, ფორმირება და შეფუთვაზე ეტიკეტების მიკვრა;
- სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
- მზარეულის დახმარება საკვების მომზადების პროცესში ან მისი ჩანაცვლება.
- 0-3 წლამდე ასაკის ორ ჯგუფში საკვების გატანა. 3-6 წლამდე ბავშვებისთვის საკვების სამზარეულოშივე სერვირების მაგიდაზე დადება.
- პროდუქტების მიღებაში, შემოწმებასა და სწორად განთავსებაში დახმარება;
- პროდუქტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლში დახმარება;
- სამზარეულოს ინვენტარის, ჭურჭლისა და სამუშაო ზედაპირების დასუფთავება;
- საკვების მომზადების შემდეგ სამზარეულოს მოწესრიგება;
- საჭიროების შემთხვევაში საკვების პორციებად განაწილება და ჯგუფებისთვის მიწოდება;
- სამზარეულოს ნარჩენების დროული გატანა.
- ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დამხმარის მიერ ბავშვების კვების მერე ჭურჭლის ჩალაგება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
განვითარებისა და დამატებითი ანაზღაურების შესაძლებლობა:
- თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა, დროთა განმავლობაში შეისწავლოს კერძების მომზადება და აითვისოს მზარეულის ფუნქციები.
- მთავარი მზარეულის შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, დამხმარეს ექნება შესაძლებლობა, შეასრულოს მთავარი მზარეულის მოვალეობები. ამ პერიოდში იმუშავებს მზარეულის სამუშაო გრაფიკით და მიიღებს დამატებით ანაზღაურებას, რომელიც წინასწარ შეთანხმდება.
სასურველია კანდიდატი იყოს
- პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული;
- ყურადღებიანი და ორგანიზებული;
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დამცველი;
- მოტივირებული, ჰქონდეს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577089136.