8.711 ilan
← Tüm iş ilanları

ZMD5EVQV 1 Eki tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი

ავტოჩამტვირთავის მძღოლი

Rustavi Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 2 Kas tarihine kadar başvurun

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას ავტოჩამტვირთავის მძღოლის პოზიციაზე მარნეულის რაიონ, სოფელ ხანჯიგაზლოში მდებარე ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: მარნეულის რაიონი, სოფელი ხანჯიგაზლო სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის ცვლა (ორი დღე დასვენება/ორი დღე მუშაობა) ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

  • ქარხანაში შემოსული ინერტული მასალის (ქვიშა და ხრეში) ავტოჩამტვირთავით ჩატვირთვა;
  • ავტომტვირთავის მუდმივად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქვიშა-ხრეშის ნარევის (ბალასტის) დატვირთვა და დასაწყობება;
  • ქარხნის ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნება;
  • ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში ქარხნის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ავტოჩამტვირთავის მართვის გამოცდილება;
  • S კატეგორიის მართვის მოწმობა.

"ჰანიველ ცემენტში" თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:

  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
  • კვების უზრუნველყოფას;
  • უფასო სასაუბრო დროს და ინტერნეტს;
  • სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
  • ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ავტოჩამტვირთავის მძღოლი (მარნეული).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჰანიველ ცემენტი
Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz