8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZNJB093H 20 Ağu tarihinde yayınlandı 77 görüntüleme

Bank of Georgia

Bank of Georgia

SME საკრედიტო ანალიტიკოსი

Bank of Georgia
Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Şirket web sitesinden başvurun ↗
Müzakere edilebilir

ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.

სს ,,საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას SME საკრედიტო ანალიტიკოსისპოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;
  • პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;
  • ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;
  • კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება, ფინანსირების სწორი სტრუქტურირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეკომენდება;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
  • საკრედიტო რისკების დროული აღმოჩენა და რეაგირება;
  • პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი;

სავალდებულო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება: ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა.

სამუშაო გამოცდილება: ბანკში, აუდიტში ან ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ძირითადი ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები –აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი, აღმოაჩინე და განავითარე შენი პოტენციალი, არასდროს რომ არ გაჩერდე!

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 3 სექტემბრის ჩათვლით!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Bank of Georgia
Web sitesi ↗
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek