Excel-ში მონაცემების დამუშავების ასისტენტი
ვეძებთ Part-Time ასისტენტს სტარტაპ (ქართული AI-ინტეგრირებული თამაშის შექმნა) პროექტისთვის, რომელიც დაგვეხმარება მონაცემების Excel-ში დამუშავებასა და შეყვანაში, პოსიცია არის მთლიანად დისტანციური (Remote).
რას გააკეთებთ? - ადამიანების სახელებისა და შესაბამისი ინფორმაციის Excel-ის ფაილებში შეყვანა; - მოცემული ინსტრუქციების მიხედვით მონაცემების დახარისხება და მონიშვნა; - ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება; - AI ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის მოძიების, გადამოწმებისა და მონაცემების დამუშავების პროცესში.
რას ველით თქვენგან? - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ; - Excel-ის საბაზისო ცოდნა; - ლოგიკური აზროვნების უნარი; - საქართველოში ცნობილი ადამიანებისა და საზოგადო მოღვაწეების ზოგადი ცოდნა; - დავალებების დამოუკიდებლად და ზუსტად შესრულების უნარი.
რას გთავაზობთ? - Part-Time / Remote სამუშაოს; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - ანაზღაურება: 70 ევრო კვირაში;
თუ დაინტერესებული ხართ, მოგვწერეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ და თქვენი ელექტრონული ფოსტა. შერჩეულ კანდიდატებთან დეტალებს ონლაინ შეხვედრის დროს განვიხილავთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.