8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZT876E8R 11 Eyl tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

რეგიონალური მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ვინჩეროს მაღაზიათა ქსელში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:30 ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული ფილიალების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
  • ფილიალებისთვის განსაზღვრული გაყიდვების გეგმებისა და KPI მაჩვენებლების შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • ფილიალის მენეჯერების საქმიანობის მართვა, მხარდაჭერა და შედეგების შეფასება;
  • მომსახურების, მერჩენდაიზინგისა და კომპანიის ერთიანი საოპერაციო სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
  • ფილიალებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება და არსებული მდგომარეობის შეფასება;
  • პროდუქციის მარაგების, ინვენტარიზაციის შედეგებისა და დანაკარგების კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და უკუკავშირის მონიტორინგი;
  • აქციებისა და სხვა კომერციული აქტივობების ფილიალებში სწორად განხორციელების კონტროლი;
  • პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით მათი გადაწყვეტა;
  • ფილიალების საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება — სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგიონალური მენეჯერი".

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კახური ტრადიციული მეღვინეობა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek