გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "მეგასპორტი" ტანსაცმლის მაღაზია The North Face-ის ბათუმის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სასურველია ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.