8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZVTZ5CCW 31 Ağu tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

ჯეო ტექნიკსი

ჯეო ტექნიკსი

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება, სპეც. ტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის ქ. #142; სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (09:00-18:00) ანაზღაურება: ფიქსირებული, ბონუსი;

თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

  • სანდო და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს, თუ გყავთ არასრულწლოვანი შვილები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება;
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული სპეც. ტექნიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის და გაყიდვების გეგმის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯეო ტექნიკსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek