8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZW72DYRP 11 Eyl tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

იტა

იტა

პრესელერი

იტა Dış ilan
Kutaisi Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾2500 / ay 10 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია ‘იტა’ ეძებს გუნდის ახალ წევრს, პრესელერის პოზიციაზე, დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი და ზუგდიდი).

კომპანია იტა 2007 წლიდან მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით: სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 14:30 საათამდე. ანაზღაურებ: 2500 ლარიდან

სარეალიზაციო პროდუქცია: - ავტონაწილები, ზეთები და ტექ-სითხეები, აკუმულატორები.

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები: - ახალი კონტრაგენტების მოძიება, პოტენციალის შეფასება, ლიმიტების და ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა, ხელშეკრულების გაფორმება; - სავაჭრო ქსელში გრაფიკის მიხედვით ვიზიტების განხორციელება, კონტრაგენტებისთვის პროდუქციის მახასიათებლების, ფასების, საგარანტიო პირობების გაცნობა; - კონტრაგენტებისგან შეკვეთების აღება; - კონტრაგენტების მიერ დებიტორული დავალიანებების დროული და სრული დაფარვის უზრუნველყოფა; - სავაჭრო ქსელიდან ამოღებული ნაღდი ფულის დროული შეტანა კომპანიის საბანკო ანგარიშზე; - ანგარიშის წარდგენა; - პროდუქციის თვისებების, მახასიათებლების, საგარანტიო პირობების შესწავლა, პროდუქციის გაყიდვის მიზნით; - სავაჭრო ქსელში პროდუქციის სტანდარტების მიხედვით განთავსების უზრუნველყოფა; - კონკურენტებზე ინფორმაციის მოძიება; - ყოველთვიური გაყიდვების გეგმების და სხვა დაგეგმილი ამოცანების შესრულება; - კომპანიის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად გადაცემული მატერიალური საშუალებების შენახვა, მოვლა;

ძირითადი მოთხოვნები: - ქონებრივი უზრუნველყოფა (მინ. 10000 ლარის ოდენობით); - ავტომობილი (კომპანიის მიერ მოხდება საწვავით უზრუნველყოფა და ცვეთის (იჯარის) ყოველთვიური კომპენსაციის გაცემა); - ავტომობილის მართვა (B კატეგორია); - აუცილებელია საავტოტმობილო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით დისტრიბუციაში/გაყიდვებში მშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები: - მიზანდასახულობა; - კომუნიკაბელურობა; - პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სწრაფად ათვისებისუნარი; - ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ;

შერჩევის ეტაპი: - გასაუბრების პირველი ეტაპი; - გასაუბრების მეორე ეტაპი;

ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. . გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - პრესელერი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 10.10.2026 წ.

„იტა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"იტა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
იტა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek