ადმინისტრატორი
19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun
ადმინისტრატორი - სტომატოლოგიური კლინიკა გიორგი დანელიას ქუჩაზე (ვაკე-საბურთალოს რაიონი)
ჩვენთვის ღირებულია პროფესიონალიზმი, პაციენტზე ზრუნვა და მეგობრული სამუშაო გარემო.
სამუშაო გრაფიკი: 16:00 საათიდან 21:00 საათამდე, კვირაში 6 დღე, დასვენება კვირა. ანაზღაურება: 500-800 ლარი, კომპეტენციის მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები
- პაციენტის დახვედრა - გაცილება;
- ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
- შემოსული ზარების პასუხი, პაციენტების ჩაწერა ექიმთან ელექტრონულ ჟურნალში;
- ისტორიის გახსნა-შევსება;
- სოციალურ ქსელებში, შემოსული შეტყობინებების პასუხი (კომპეტენციის ფარგლებში).
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრი ან სტუდენტი);
- ქართულად გამართული წერა და მეტყველება;
- უცხო ენები - ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე;
- გამოცდილება არ არის სავალდებულო, ადგილზე შეგასწავლით.
პიროვნული თვისებები
- დისციპლინირებული,
- შრომისმოყვარე,
- დეტალებზე ორიენტირებული,
- პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე