8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZZ4ZF9QB 18 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

ბლექ სი დისთრიბუშენი

ბლექ სი დისთრიბუშენი

საწყობის თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1600 / ay 19 Eki tarihine kadar başvurun

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი ანაზღაურება: 1600 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის სწორად და სრულად შერჩევა (სკანერით ან სიების მიხედვით);
  • მუშაობა სამ ტემპერატურულ ზონაში: ემბიენტი, გაგრილებული და გამყინავი;
  • ტემპერატურაზე მგრძნობიარე პროდუქციის სწორად დამუშავება და გატანა;
  • შერჩეული პროდუქციის სწორად განთავსება შესაფუთ ზონაში ან გამგზავნ არეალში;
  • FIFO/FEFO პრინციპების დაცვა საჭიროების შემთხვევაში;
  • სამუშაო ადგილის მუდმივად სუფთად და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • HACCP სტანდარტების, ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა (მათ შორის ალერგენების მართვა, მარკირება, პროდუქტის უვნებლობა);
  • დეფექტური ან დაზიანებული საქონლის დაუყოვნებლივ შეტყობინება მენეჯერისთვის;
  • საწყობის უსაფრთხოების წესების დაცვა და შესაბამისი დაცვის საშუალებების გამოყენება;
  • მარაგების სიზუსტის ხელშეწყობა - ნაშთების ან არასწორად განთავსებული საქონლის დაფიქსირება;
  • მონაწილეობა სასწავლო სესიებში და ჯგუფურ შეხვედრებში, რომლებიც უკავშირდება გაგზავნის პროცესებსა და სურსათის უსაფრთხოებას.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მიღების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბლექ სი დისთრიბუშენი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek