8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZZTVS3AJ 16 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

გარე გაყიდვების აგენტი

Batum Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1144 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაოს მდებარეობა: ბათუმი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის ფილიალი, ბათუმი მოლი, მეტრო სითი, ბათუმის ბულვარი, პარკები და სხვა)

ჩვენ გთავაზობთ:

  • საათობრივ ანაზღაურებას - სრული განაკვეთი (8 საათი) დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი (4 საათი) - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს : ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00);
  • მინიმუმ 12 საათი კვირაში

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
  • ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • მოქალაქეებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
  • ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან და შინაგანაწესის დაცვა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
  • ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - ბათუმში" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek