ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში, რითეილ სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ბიზნესგეგმებისა და ადამიანური რესურსების სტრატეგიის შესაბამისად რეკრუტინგის სტრატეგიის, წლიური გეგმისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის გუნდის ხელმძღვანელობა (4-6 ადამიანი), ფუნქციების განაწილება, სამუშაო პროცესების კოორდინაცია და გუნდის განვითარება;
- ვაკანსიების დაგეგმვა Hiring Manager-ებთან ერთად, პოზიციების პრიორიტეტიზაცია და შეთანხმებული ვადების დაცვა;
- შერჩევის სრული პროცესის ხარისხის კონტროლი მოთხოვნის დაზუსტებიდან კანდიდატის შეთავაზებისა და დასაქმების ეტაპამდე;
- მასობრივი, საოპერაციო, ბექ-ოფისის, მენეჯერული და სპეციალიზებული ვაკანსიების დროული და ეფექტიანი დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
- რეკრუტინგის არხების, პირდაპირი მოძიების, LinkedIn sourcing-ის, კანდიდატთა ბაზებისა და
- პარტნიორული წყაროების ეფექტიანობის მართვა;
- ტალანტების მოზიდვის ახალი მეთოდების, კანდიდატთა pipeline-ებისა და დამსაქმებლის ბრენდის მხარდამჭერი ინიციატივების განვითარება;
- გასაუბრებისა და შეფასების სტანდარტების, შერჩევის ინსტრუმენტებისა და კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესება;
- რეკრუტინგის მეტრიკების time to fill, time to hire, source efficiency, offer acceptance, quality of hire და სხვა მაჩვენებლების ანალიზი;
- შედეგების პერიოდული ანგარიშგება, პროცესებში არსებული რისკების იდენტიფიცტირება და გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების მომზადება;
- რეკრუტინგის ბიუჯეტის, გარე მომწოდებლებისა და შესაბამისი პლატფორმების მართვის მხარდაჭერა;
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის განხრით)
- აუცილებელია მინ. 5-7 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სექტორში ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მიმართულებით.
- მთ შორის, მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგის გუნდის უშუალო მართვაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე აქ.