საწყობის თანამშრომელი
სამაცივრე-შემნახველი საწყობი - შპს „ფრიზ ფოინთი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები: - მიღებული შეკვეთის მიხედვით სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა;ახალი პროდუქციის მიღება-დაცლა; - მიღებული პროდუქციის გადმოტვირთვა და დასაწყობება; - ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი; - ხორც-პროდუქტების დამუშავების პროცესში დახმარება; - საწყობის ხელმძღვანელთან ერთად პროდუქციის აღრიცხვა; - შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; - სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა; - სასურველია, თვითმცლელზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები: - შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი - დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
აუცილებელი მოთხოვნები: - სამაცივრე საწყობში მუშაობის შესაძლებლობა; - სასურველია სასაწყობე მეურნეობაში ან ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება
სამუშაო საათები: - ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:00 - შაბათი 09:30 – 14:00 - სამუშაო ადგილი: თბილისი, გრ. ლორთქიფანიძის(კაიროს) ქ. N38 - ანაზღაურება: - საწყობის თანამშრომელი: 1200 ფიქსირებული + ბონუსი დატვირთვის მიხედვით (საშუალოდ 1500 ლარიდან)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.