დაცვის ადმინისტრატორი
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას დაცვის ადმინისტრატორის პოზიციაზე, ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის ჭალები, ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო განრიგი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა, დილის 10:00-დან მეორე დილის 10:00-მდე
ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები: - ავტოსადგომის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; - ავტოსადგომზე შემოსული ვიზიტორების მონიტორინგი და აღრიცხვა; - საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება და დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან; - ავტოსადგომზე არსებული ავტომობილების დასურათება და პროგრამაში ატვირთვა; - შემოსული და გასული ავტომობილების რეგისტრაცია.
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამებში მუშაობის მინიმალური გამოცდილება; - კომუნიკაციის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.