ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებების პროცესში ჩართულობა; ** უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე მონაცემების ასახვა. ** აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებისა და ოქმების მომზადების პროცესში ჩართულობა; ** სასწავლო პროგრამების თვითშეფასების პროცესში ჩართულობა; ** სასწავლო კურსების თვითშეფასების პროცესში ჩართულობა; ** სასწავლო პრაქტიკის თვითშეფასების პროცესში ჩართულობა; ** პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** კომპიუტერული პროგრამები - MS Office; ** ინგლისური ენა - B2+ დონეზე; ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე (უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** CV - ების გადარჩევის ეტაპი; ** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის, 10 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.