სენდვიჩ-მეიქერი
ჯანსაღი სენდვიჩების, ბოულების და ფრეშ წვენების კაფე ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩ-მეიქერის პოზიციაზე.
ჩვენთან მარტივი და ნატურალური ინგრედიენტებით ვამზადებთ საკვებს და კლიენტებისთვის თვიურ რაციონებსაც ვაწყობთ.
ვეძებთ ენერგიულ სენდვიჩ-მეიქერს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება.
მოვალეობები
- კერძების მომზადება რეცეპტის და სტანდარტის მიხედვით;
- ინგრედიენტების მომზადება და მარაგის კონტროლი;
- შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
- სამუშაო ადგილის სისუფთავის და ჰიგიენის წესების დაცვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე.