8576 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

063QVRR1 გამოქვეყნდა 4 სექ 1 ნახვა

საწყობისა და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი

MS Holding გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾3000 / თვეში ბოლო ვადა:

"MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ საწყობისა და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

რისი გაკეთება მოგიწევს?

** საწყობისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესის წარმართვა და მისი სწორად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

** პროდუქციისა და მარაგების კონტროლი, მონიტორინგი, მართვა;

** იმპორტის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

** პროდუქციის მიღება-დასაწყობებისა და შეგროვება-გაცემის სამუშაოების ორგანიზება;

** სასაქონლო ზედნადების კონტროლი;

** სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა;

** ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი;

** შეკვეთის ვადების მუდმივი მონიტორინგი;

** GPS სისტემის მეშვეობით მანქანების მოძრაობის/საწვავის კონტროლი;

** კომპანიის ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;

** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, შესასრულებელი საქმიანობის განსაზღვრა/ორგანიზება და მონიტორინგი;

** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;

** სასურველია APEX მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ორგანიზებული მუშაობის უნარი;

** პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების;

** შედეგებზე ორიენტირებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დისციპლინირებულობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის ქუჩა #4;

** სამუშაო დრო: სრული, 09:00-18:00 საათი.

** ანაზღაურება: საწყისი 3000 ₾

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე;

** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მეტროდან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MS Holding
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის