9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

06PJ1CT9 გამოქვეყნდა 19 ოქტ 25 ნახვა

მასწავლებლის ასისტენტი/სტაჟიორი არაფორმ. განათლების მიმართ.

UCMAS Georgia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾400 / თვეში ბოლო ვადა: 20 ნოე
სწავლება · განცხადებაში

"UCMAS Georgia" წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის ნაწილს, რომელიც სპეციალიზებულია 4-14 წლის ბავშვებში მენტალური არითმეტიკის, შემეცნებითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე.

თბილისში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, UCMAS Georgia აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის ასისტენტისა და სტაჟიორის პოზიციებზე არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ბავშვებთან მუშაობა და სურთ პედაგოგიური უნარების განვითარება საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში.

"UCMAS"-ის სასწავლო მეთოდოლოგიის წინასწარი ცოდნა არ არის აუცილებელი, რადგან შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას.

პოზიცია: მასწავლებლის ასისტენტი/სტაჟიორი არაფორმალური განათლების მიმართულებით

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი/სტაჟირება
  • სამუშაო გრაფიკი და ყოველთვიური ანაზღაურება:
  • კვირაში 3 დღე, 14:00-18:00 — 400 ლარი თვეში
  • კვირაში 4 დღე, 14:00-18:00 — 500 ლარი თვეში
  • კვირაში 5 დღე, 14:00-18:00 — 600 ლარი თვეში
  • კარიერული განვითარება: პროფესიული ზრდისა და მასწავლებლის პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობა

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

  • უნივერსიტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • განათლების სფეროსა და ბავშვებთან მუშაობის ინტერესი
  • კარგი კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოთმინება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა
  • ახალი სასწავლო მეთოდოლოგიების ათვისების სურვილი
  • სწავლების ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო
  • ინგლისური ენის ცოდნა: საშუალო დონე (B1 ან უფრო მაღალი)

რას გთავაზობთ:

  • პროფესიულ გადამზადებას UCMAS-ის საერთაშორისო სასწავლო მეთოდოლოგიაში
  • პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილების მიღებას საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში
  • გამოცდილ მასწავლებლებთან მუშაობისა და მათგან სწავლის შესაძლებლობას
  • მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობებს
  • კარიერული წინსვლისა და სამომავლოდ მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის მზარდი გუნდის წევრობის შესაძლებლობას

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

წერილის სათაურში მიუთითეთ: Assistant Teacher/Teacher Intern - Tbilisi

შემოუერთდით "UCMAS Georgia"-ს გუნდს!

გახდით იმ გუნდის წევრი, რომლის მიზანია ინოვაციური განათლების საშუალებით ბავშვებში თავდაჯერებულობის, კონცენტრაციისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა