პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

071EZAAF გამოქვეყნდა 10 ნოე 9 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1500 / თვეში −24% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,971 ₾ · 376 განცხადება ბოლო ვადა: 9 დეკ
შესვლა და განაცხადი

ფარმაცევტული კომპანია - არს მედიკა აცხადეებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისსა და აჭარაში. მედიცინისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარება იწყება ცოდნით, გრძელდება პროფესიული კომუნიკაციით და შედეგს აღწევს ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობით.

თუ შენთვის სამედიცინო წარმომადგენლობა მხოლოდ პროდუქტის პრეზენტაცია არ არის და ამ პროფესიაში ხედავ შესაძლებლობას, გააერთიანო სამეცნიერო ცოდნა, სტრატეგიული აზროვნება და კომერციული წარმატება, მაშინ ჩვენი გუნდი სწორედ შენ გელოდება!

სამუშაო ლოკაცია თბილისი | ბათუმი

რას გულისხმობს შენი პროფესიული როლი?

  • სამედიცინო საზოგადოებასთან გრძელვადიანი, ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას;
  • კომპანიის ფარმაცევტული პორტფელის მეცნიერულად დასაბუთებულ და პროფესიონალურ წარდგენას;
  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლას;
  • ბაზრის დინამიკის ანალიზს, შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას;
  • ინდივიდუალური შედეგებით კომპანიის საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ვის ვეძებთ? ადამიანს, რომელსაც აქვს:

  • უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
  • გამართული კომუნიკაციის, არგუმენტირებული მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება — უპირატესობა.

რას გთავაზობთ? ფიქსირებული ანაზღაურება — 1 500 ₾-დან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციის შესაბამისად + მკაფიო, გამჭვირვალე და შედეგებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა, სადაც შენი მიღწევები პირდაპირ აისახება შემოსავალზე.

ასევე: პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

  • ცოდნის გაღრმავებასა და კომპეტენციების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • ამბიციური მიზნები და პროფესიული მხარდაჭერა;
  • შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივითა და შედეგებით გავლენა მოახდინო კომპანიის განვითარებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა იცი დღეს, არამედ ისიც, რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე ხვალ.

თუ მზად ხარ კარიერის ახალი ეტაპისთვის, გამოგვიგზავნე CV (განიხილება მხოლოდ ფოტოთი) მისამართზე. სათაურის ველში მიუთითე: სამედიცინო წარმომადგენელი — თბილისი / ბათუმი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა