ექიმი ლაბორანტი
კომპანია „ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დრო: თვეში 15 რვა საათიანი მორიგეობა.
- ანაზღაურება: 1500 ლარი.
- სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, ი.პეტრიწის 2.
ძირითადი მოვალეობები
- ლაბორატორიული კვლევების მაღალი სიზუსტით შესრულება და შედეგების ოპერატიული დამუშავება.
- იშვიათ შემთხვევებში, საჭიროებისამებრ, ადგილზე მოსული პაციენტებისგან ლაბორატორიული ნიმუშების აღება.
- კვლევის შედეგების ელექტრონულ ბაზაში დროული და ზუსტი ასახვა.
- ყოველდღიური ხარისხის კონტროლის ტესტების გეგმიური გაშვება და მონიტორინგი.
- ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალებისა და მარაგების მუდმივი კონტროლი.
- ლაბორატორიული აპარატურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალობით;
- ანალოგიურ პოზიციაზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
- პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთპოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!