გაყიდვების კოორდინატორი
"VGCC" - კენჭოვანი საფარი - არის ბრიტანული მოსაპირკეთებელი მასალის იმპორტიორი კომპანია საქართველოში.
გუნდში ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების კოორდინატორს, რომელიც გაუძღვება პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის სრულ პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე, სოციალურ ქსელებსა და ელ. ფოსტაზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** პროდუქციის, ფასებისა და მომსახურების პირობების დეტალურად ახსნა
** საწყობში პროდუქციის ნაშთების შემოწმება
** თითოეული ლიდისა და გაყიდვის CRM სისტემაში აღრიცხვა და მართვა
** მომხმარებელთან ტექნიკური ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვა და კოორდინაცია
** ვიზიტის შემდეგ ინვოისის/პრეზენტაციის მომზადება
** მომხმარებელთან მოლაპარაკება და გაყიდვის დახურვა
** გაყიდვის შემდეგ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების კოორდინაცია
** CRM-ის საშუალებით დაუსრულებელი გაყიდვების კონტროლი და შემდგომი კომუნიკაცია/Follow-up
პოზიცია არ გულისხმობს ახალი მომხმარებლების მოძიებას - კომპანია თავად უზრუნველყოფს შემომავალ ლიდებს.
მოთხოვნები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები
** მომხმარებლების დახმარებისა და პრობლემების მოგვარების უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს სწრაფად მზარდ კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.