7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0EMNY3CS გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

დღის ცვლის ადმინისტრატორი

აპარტკომპლექსი აურა via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

აპარტკომპლექსი “აურა” აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება:1200₾ მდებარეობა:ქ.თბილისი,ვიტალი დარასელიას #6 სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 2/2ზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კარგი საკომუნიკაციო თვისებები - ინგლისური ენის სალაპარაკო და წერითი კომუნიკაციის დონეზე ცოდნა(დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) - დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული - სასტუმრო ინდუსტრიაში და მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ფუნქცია მოვალეობები: - სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება დადგენილი სტანდარტების დაცვით; - ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში ინფორმაციის შემოწმება; - ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი; - სტუმრებისთვის სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; - სტუმართა მოთხოვნების მიღება, რეგისტრაცია და დროული რეაგირება; - სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და პროგრამული ასახვა; - სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია;

ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და თბილ სამუშაო გარემოს განვითარებას და დაწინაურების პერსპექტივას

საკონტაქტო ნომერი: +995 555 10 60 20 მეილი: hr@dntgroup.ge

CV-ის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „დიენთი ჯგუფი“-ს მიერ; ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისთვის (დამსაქმებელი კომპანიებისთვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლების) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს.

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის, წაშლა, განადგურება და ა.შ.)

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
აპარტკომპლექსი აურა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა