8421 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0ERJ9B43 გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტი

Hash Bank via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

** პოზიციის დასახელება: ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტი ** სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ. ** ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:

** ვაკანტურ პოზიციებზე რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა - მოთხოვნის მიღებიდან კანდიდატის შერჩევასა და შეთავაზების ეტაპამდე; ** Hiring Manager-ებთან თანამშრომლობა კანდიდატის პროფილის, მოთხოვნებისა და შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრისთვის; ** ვაკანსიების მომზადება, განთავსება და შესაბამისი რეკრუტინგ არხების შერჩევა; ** კანდიდატების აქტიური მოძიება და შერჩევა, მათ შორის LinkedIn-ის, დასაქმების პლატფორმებისა და პირდაპირი მოძიების გამოყენებით; ** კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია და HR ინტერვიუების ჩატარება; ** კანდიდატების გამოცდილების, კომპეტენციების, მოტივაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება; ** შერჩევის პროცესის კოორდინაცია, ინტერვიუების დაგეგმვა და კანდიდატებისთვის დროული უკუკავშირის უზრუნველყოფა; ** შეთავაზების მომზადებისა და შეთავაზების პროცესის მართვაში მონაწილეობა; ** Talent Pool-ის შექმნა და განვითარება, მათ შორის კრიტიკული და ხშირად განმეორებადი პოზიციებისთვის; ** რეკრუტინგის პროცესისა და არხების ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება; ** კანდიდატის გამოცდილებაზე ზრუნვა შერჩევის ყველა ეტაპზე; ** დამსაქმებლის ბრენდისა და ტალანტების მოზიდვასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა; ** რეკრუტინგის მონაცემთა ბაზისა და შესაბამისი HR სისტემების მართვა/განახლება; ** HR გუნდის სხვა პროცესებსა და ინიციატივებში მონაწილეობა ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სრული recruitment cycle-ის მართვის გამოცდილება; ** კანდიდატების აქტიური მოძიებისა და Headhunting-ის პრაქტიკული გამოცდილება; ** LinkedIn-ისა და დასაქმების პლატფორმების ეფექტურად გამოყენების ცოდნა; ** ინტერვიუს ჩატარებისა და კანდიდატის შეფასების უნარი; ** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; ** HR/ATS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სწრაფად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი; ** კანდიდატზე და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა; ** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება; ** პროაქტიულობა და ინიციატივიანობა; ** მრავალ დავალებასთან პარალელურად მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის სათანადოდ მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Hash Bank
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა