9292 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0G7TRMV2 გამოქვეყნდა 13 სექ 80 ნახვა

ოტო მოტორსი

ოტო მოტორსი

საბურავების ბრენდ მენეჯერი

ოტო მოტორსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა: 20 ნოე

ვაკანსია – საბურავების ბრენდ მენეჯერი სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი ,სოფელი წეროვანი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

სამუშაო საათები 9:30 სთ-დან 18:00 სთ.ამდე

თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია (სარაჯიშვილის მეტროსადგურიდან)

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს საბურავების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საბურავების მიმართულების სრულფასოვან მართვაზე, ბრენდის განვითარებაზე, გაყიდვების ზრდასა და მარაგების ეფექტიან მართვაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საბურავების ბრენდის პორტფელის მართვა, განვითარება და ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერება;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის მართვა, ბაზრის მოთხოვნებისა და სეზონურობის მიხედვით;
  • იმპორტირებული საბურავების მიღების პროცესში მონაწილეობა, პროდუქციის გადათვლა და ინვენტარიზაციის მენეჯერთან ერთად რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი;
  • პროდუქციის მარაგების, ნაშთებისა და სეზონური მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი, მარაგების ამოწურვის რისკის შემთხვევაში ახალი იმპორტის დროული დაგეგმვა და შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება;
  • იმპორტისთვის შეკვეთების დაგეგმვა და მომწოდებლებთან შეკვეთების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საბურავების ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა (ზომები, დატვირთვისა და სიჩქარის ინდექსები, სეზონურობა, დანიშნულება და სხვა);
  • რეგიონალური გაყიდვების მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინაცია;
  • ახალი კლიენტების მოძიება, არსებული კლიენტების განვითარება და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • კომპანიის ფილიალების საბურავების მარაგებით დროული უზრუნველყოფა და პროდუქციის გადანაწილების პროცესის კონტროლი;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია, პროფესიული კონსულტაციის გაწევა და გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი, კონკურენტების ფასებისა და ასორტიმენტის მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ეფექტური ფასების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • საბურავების ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე მუდმივი მუშაობა;
  • გაყიდვების, ფილიალების, კლიენტებისა და პროდუქციის მიხედვით ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • ხელმძღვანელობისთვის ბაზრის, გაყიდვებისა და მარაგების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია ავტოინდუსტრიის, საბურავების, ავტონაწილების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას – 2,000 ლარს;
  • გაყიდვებიდან დამატებით ბონუსს – 0.2%-ს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე

არა უმეტეს 30 სექტემბრისა სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება,მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა