8898 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0H5EYG4B გამოქვეყნდა 30 სექ 0 ნახვა

ქართული ღვინის კომპანია

ქართული ღვინის კომპანია

ექსპორტის ოპერაციების სპეციალისტი

ქართული ღვინის კომპანია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

ქართული ღვინის კომპანია 2000 წლიდან წამყვან პოზიციებს იკავებს, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ექსპორტის მიმართულებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი მთავარი პრიორიტეტია განვითარება აქციოს ტრადიციად. კომპანია დაარსების დღიდან უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს გუნდის თითოეულ წევრს და მაქსიმალურად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე.

ამჟამად აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საექსპორტო პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტური მხარდაჭერა;
  • ექსპორტის დოკუმენტაციის დაკომპლექტება/შემოწმება;
  • დოკუმენტაციის ელექტრონულად დარეგისტრირება (სერტიფიცირება);
  • შეკვეთების მომზადების პროცესში გადატვირთვის ვადების ან სხვა შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ექსპორტის მენეჯერისათვის;
  • კომპეტენციის ფარგლებში ექსპორტის მენეჯერების სხვადასხვა საკითხებში მხარდაჭერა;
  • დადგენილი პერიოდულობითა და ფორმატით ანგარიშების წარდგენა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების და/ან მსგავს დარგში;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ისე ვერბალური);
  • აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქართული ღვინის კომპანია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა