9860 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0HPCZ1M9 გამოქვეყნდა 19 ოქტ 30 ნახვა

HVAC დრაფტერი/დამწყები ინჟინერი

ბაუმერი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას HVAC დრაფტერის (დამწყები ინჟინერი) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • HVAC პროექტების ტექნიკური ნახაზების მომზადება და მოდელირება უფროსი ინჟინრის ხელმძღვანელობით
  • ნახაზების მომზადება AutoCAD-ში და სასურველია Revit-შიც
  • ტექნიკური ნახაზების დეტალიზაცია
  • AS built-ების მომზადება
  • კომპეტენციიდან/კვალიფიკაციიდან გამომდინარე პრობლემების გამოვლენა, დიაგნოზის დასმა, დასკვნის/შეფასების მომზადება და აღნიშნული პრობლემის მოგვარება
  • სასურველია საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად
  • პროექტში ცვლილებების შეტანა
  • HVAC სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • 1 წლიანი გამოცდილება MEP პროქტების და HVAC სისტემების მიმართულებით;
  • AutoCAD ცოდნა
  • საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 ან 09.00-18:00. ლოკაცია: მ. მაჭავარიანის 65

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა