8761 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0M6RAMYD გამოქვეყნდა 10 სექ 1 ნახვა

ბრიტანია დეველოპმენტ

ბრიტანია დეველოპმენტ

მექანიკური სისტემების საიტ ინჟინერი

ბრიტანია დეველოპმენტ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკური სისტემების საიტ ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ.

კომპანია ოპერირებს თბილისში.

შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;

** HVAC სისტემების — გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია — მონტაჟის კონტროლი;

** წყალმომარაგების, წყალარინების და სახანძრო სისტემების სამუშაოების კონტროლი;

** შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;

** საინჟინრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

** ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია;

** ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;

** სამუშაოების ვადებისა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი;

** პროექტის მენეჯერთან, დიზაინერებთან და სხვა საინჟინრო მიმართულებებთან კოორდინაცია;

** საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მექანიკის ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით;

** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** MEP სისტემებისა და სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;

** ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;

** AutoCAD-ის ცოდნა;

** საინჟინრო სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი.

დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ან დაგვიკავშირდით

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბრიტანია დეველოპმენტ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა