უფროსი მცხობელი
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი მცხობელის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ძირითადი მოვალეობები: - ბაგეტების, ნამცხვრებისა და კრუასანების ცხობა მაღალი სტანდარტების დაცვით; - დილის საუზმის ჭიქების/სეტების მომზადება და პრეზენტაცია; - დღის გეგმის შესრულების კონტროლი; - ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მოვლა და გაუმართაობის შემთხვევაში მენეჯერის ან მისი ასისტენტის დროული ინფორმირება; - სურსათის უვნებლობის ნორმებისა და ჰიგიენის სტანდარტების მკაცრი დაცვა და მუდმივი კონტროლი; - ახალი თანამშრომლებისთვის პრაქტიკული და თეორიული სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღება; - ცხობის ტექნოლოგიების და რეცეპტურის სწავლება; - გუნდის წევრების უნარების შეფასება და განვითარებაზე ზრუნვა; - ხარისხის სტანდარტების დანერგვა და მათი დაცვის მონიტორინგი; - ეფექტური სამუშაო მეთოდების გაზიარება და გუნდის პროდუქტიულობის გაზრდა;
მოთხოვნები: - მცხობელად მუშაობის გამოცდილება; - სხვადასხვა ტიპის პურისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების პრაქტიკული ცოდნა; - სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა; - გუნდის მართვისა და სწავლების უნარი;
უნარები: - კომუნიკაციის და მენტორობის ძლიერი უნარი; - დროის მართვა და ორგანიზებულობა; - პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი; - ხარისხზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://lucapolare.selfrecruit.ge/s/HmuCr
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.