7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0N8ZJSGB გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

იმპორტის მენეჯერი

კავკასტრანსექსპრესი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შ.პ.ს. „კავკასტრანსექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული მოთხოვნების გაგზავნა ვენდორებთან, ფასების დამუშავება და კლიენტისთვის ოპტიმალური შეთავაზების მომზადება (ჩინეთის მიმართულებით); - თითოეული შეკვეთის სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან; - შეკვეთების ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი; - მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი; - კლიენტებისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი; - საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა; - არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება; - ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - უმაღლესი განათლება; - ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია); - MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარები: - პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და სამუშაოს ეფექტურად მართვის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ctet@cte.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კავკასტრანსექსპრესი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა