გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0NE3KKAY გამოქვეყნდა 4 ნოე 29 ნახვა

ოფისის მენეჯერი

კომპანია მკერავი გარე განცხადება
₾1300 / თვეში −10% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,449 ₾ · 120 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი
ფორმა · განცხადებაში

მცირე ზომის სამკერვალო საწარმო ,,მკერავი“, რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით: Mimaki, Transmatic, Brother, Roland და სხვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უნიფორმების და სპორტული ტანსაცმლის კერვა, ტექსტილზე სუბლიმაციური ბეჭდვა, ქარგვა, შოლკოგრაფია, ეძებს გუნდის ახალ წევრს: ოფისის მენეჯერს

სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49 სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ანაზღაურება-1300 ლარი (ხელზე ასაღები) ექვემდებარება- გენერალურ დირექტორს

ძირითადი მოვალეობები

  • შეხვედრების მართვა: შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის დაგეგმვა და საჭიროებისამებრ ოქმების წარმოება.
  • დოკუმენტბრუნვა: სხვადასხვა ტიპის აქტების, ოფიციალური წერილების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, გაფორმება და ადმინისტრირება.
  • შესყიდვების მართვა: საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო და სხვა საჭირო მასალების დროული შესყიდვის უზრუნველყოფა.
  • პროდუქციის ლოჯისტიკა: დამკვეთისთვის გამზადებული პროდუქციის გაგზავნის ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, ზედნადებების) მომზადება და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება.
  • კორესპონდენციის მართვა: კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილების, ზარებისა და გზავნილების მიღება, დამუშავება და გადამისამართება.
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა: პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2026.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. გაცნობებთ რომ შპს,,მკერავი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

გისურვებთ წარმატებებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა