კონკურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციის დასაკავებლად:
აკადემიური კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: ვეტერინარია: ქირურგია, ორთოპედია, ტრამვატოლოგია, ნევროლოგია, რადიოლოგია - 1 ვაკანსია ასისტენტ-პროფესორი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ვეტერინარია: ქირურგია, ორთოპედია, ტრამვატოლოგია, ნევროლოგია, რადიოლოგია - მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს:
- ვეტერინარის დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხი და იყოს ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო ან/და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება არანკლებ 3 წლის შემდეგი სასწავლო კურსების ფარგლებში: ქირურგია, კლინიკური აზროვნება, დარგობრივი პრაქტიკა;
- საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
- ვეტერინარულ კლინიკებში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა;
- საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრებისა და მონაწილეობის გამოცდილება;
- საზღვარგარეთ არსებულ ვეტერინარულ კლინაკებში მიღებული პროფესიული გამოცდილება და გადამზადება;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 21 დეკემბრიდან - 2026 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს
- ბიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
- შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
- ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პუბლიკაციების ჩამონათვალი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/263231406911449
კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (ან საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საჩვენებელი ლექცია).
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 25 დეკემბრიდან - 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. კანდიდატის საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2027 წლის 15 იანვარი.
შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი. ვებ-გვერდი: www.agruni.edu.ge