ბუღალტერი
კომპანია "ნეოგაზი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
https://neogas.ge/ka
სამუშაო ადგილი: თბილისი. ა. ვორონინის #14 სამუშაო საათები: 9:30სთ - 18:30სთ. შესვენება 1 საათი სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სატელეფონო ლიმიტი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
- თვის ბოლოს სადგურის მენეჯერებისგან გახარჯული მარაგების სიის მოთხოვნა და აღრიცხვა.
- სასაქონლო მატერიალური მარაგების ჩამოწერის აღრიცხვა;
- სამივლინებო ხარჯების აღრიცხვა;
- თანამშრომელთა მიერ ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის მიღების აღრიცხვა;
- კომუნალური ხარჯის დარიცხვა;
- სამივლინებო ხარჯების დარიცხვა;
- საწვავის ხარჯების აღრიცხვა;
- სპეც ანგარიშფაქტურების გამოწერა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
- უპირატესობად ჩაითვლება აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული სერტიფიცირება (ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსები);
- 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);
- აუცილებელი მოთხოვნა: საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ცოდნა;
- საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
ანაზღაურება: 2750 ლარი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.
მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
შპს "გაზ ენდ პეტროლ კომპანი" პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე.