ბუღალტერ-ოპერატორი
−8% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,357 ₾ · 68 განცხადება
გამოქვეყნდა 21 ოქტ (დარჩა 6 დღე) ბოლო ვადა: 21 ნოე
აუდიტორულ კომპანიას შპს "თაქს ენდ ქასთომს ქონსალტინგ" (Tax & Customs Consulting) ესაჭიროება ბუღალტერ-ოპერატორი სამუშაოს გამოცდილებით.
აუცილებელი პირობები: შემოსავლების ვებ გვერდზე და პროგრამა "ორისში" მუშაობის გამოცდილება.
სასურველი პირობა: ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაოს აღწერა: სრულ განაკვეთზე მუშაობა ოფისში (თბილისი, მიცკევიჩის ქ. 29ა). პოზიცია გულისხმობს ყოველდღიური ბუღალტრული ჩანაწერების დამუშავებას, აღრიცხვის ჟურნალების წარმოებას და საბანკო, კლიენტებისა და მომწოდებლების ანგარიშების შეჯერებას.
მოვალეობებში შედის
- საბანკო ტრანზაქციების შეტანა ORIS 7-ის პროგრამაში;
- rs.ge-დან მონაცემების (კერძოდ, ზედდებულების, ინვოისებისა და სპეციალური ინვოისების) იმპორტი ბუღალტრულ პროგრამაში;
- საგადასახადო და საბაჟო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული დახმარება; ასევე, თვისა და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობა.
სავარაუდო ხელფასი სრულ განაკვეთზე 1000-1500 ლარი.