9258 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0ZHWW2SA გამოქვეყნდა 26 ოქტ 32 ნახვა

იურისტი

ტერაბანკი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ტერაბანკში" სამართალწარმოების ჯგუფში იურისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა. თუ გაქვს:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • სასამართლო დავების მიმართულებით იურისტად მუშაობის გამოცდილება

შენი მოვალეობა იქნება:

  • პრობლემური სესხების ფაილინგის შესწავლა
  • საქმის მომზადება სამართალწარმოების დასაწყებად
  • კერძო სპეციალისტისთვის სააუქციონო განაცხადების გადაგზავნა და პროცესის მართვა
  • კერძო არბიტრაჟში საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენა და შესაბამისი პროცესის მართვა
  • სასამართლოში სარჩელის წარდგენა და სასამართლო პროცესის მართვა
  • სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებლისთვის გადაგზავნა და აღსრულების პროცესის კონტროლი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "იურისტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა