8408 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0ZPPDAYF გამოქვეყნდა 8 სექ 6 ნახვა

ლიბო გრუპი

ლიბო გრუპი

პრისელერი

ლიბო გრუპი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾750–2000 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენისა და კოსმეტიკის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ფუნქციები: შეკვეთების მიღება კონტრაქტორი ობიექტებისგან, პროდუქციის შეთავაზება, დახლებზე განთავსება, ახალი ობიექტების ათვისება, სავაჭრო გეგმის შესრულება, ნავაჭრი თანხის ყოველდღიური გადარიცხვა შესაბამის ანგარიშზე და სხვ.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ავტომანქანა - სავალდებულოა (იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება)

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში - არანაკლებ 1 წლისა

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** კეთილსინდისიერება;

** ენერგიულობა;

** კომუნიკაბელურობა;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ანაზღაურება:750 - 2000 ლარი

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

დასვენება: შაბათ-კვირა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: არაუგვიანეს 2026 წლის 9 ოქტომბრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).

თქვენს მიერ გამოზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლიბო გრუპი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის