მძღოლის დამხმარე, საქონლის მცლელი
სარემონტო მასალების იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია "მულტი კოლორი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონებზე მძღოლის დამხმარის - საქონლის მცლელის პოზიციაზე.
მისამართი: ქ.თბილისი ჭირნახულის ქ.1ა (ე.წ. ჩინელების ბაზრობასთან)
ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის დაცლა, მითვლა უნდა შეასრულოს თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დასავლეთი, სამეგრელო, კახეთი და ა.შ.) წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობიანი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი დეტალები:
** ასაკი: 22 წლიდან - 50 წლამდე.
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1800 ლარი
** კვება + ჯანმრთელობის დაზღვევა + მე-13 ხელფასი
** გრაფიკი: სრული
** დასვენება: კვირაში 1 დღე (ზოგჯერ 2 დღეც)
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
** ყოველწლიური ხელფასის ზრდა 7%-ით ხუთი წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე:. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დამხმარე - ტვირთის მცლელი.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.