7647 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

10T97BJH გამოქვეყნდა 31 აგვ 2 ნახვა

ხარჯთაღმრიცხველი

სითიზენი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Cityzen Central Park"-ის პირველი მასშტაბური პროექტი თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

არსებული ობიექტის მიღმა, კომპანიის ხედვაშია, როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე რეგიონში, განსხვავებული ტიპის დეველოპერული პროექტების განვითარება.

"სითიზენის" გუნდში ხარჯთაღმრიცხველს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარჯთაღრიცხვების მომზადება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;

** ხარჯთაღრიცხვების კორექტირებაზე მუშაობა;

** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება;

** ობიექტთან მუდმივი კომუნიკაცია;

** ობიექტზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;

** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;

** საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის შესაძლებლობა;

** საოფისე პროგრამების (MS Word; MS Excel) და AutoCad-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სითიზენი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა