გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

111TJYD4 გამოქვეყნდა 4 ნოე 16 ნახვა

მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

რომპეტროლ საქართველო გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, მცოცავი გრაფიკი

პოზიციის მიზანი:

მაღაზიის პროდუქციის რეალიზაცია, მაღაზიაში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი, პროდუქციის მიღება და დალაგება, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალობის მიღწევა საუკეთესო მომსახურების შეთავაზებით.

ფუნქცია-მოვალეობები

  • მაღაზიაში საყიდლად შემოსულ მომხმარებელს უწევს სრულ და ხარისხიან მომსახურებას, კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით.
  • მოლარე-კონსულტანტი სამუშაო ადგილზე აკონტროლებს საჭირო ტექნიკისა და სალარო აპარატის გამართულობას, პროდუქციის არსებობას.
  • ახორციელებს მომწოდებლის მიერ მოტანილი პროდუქციის მიღებასა და თაროებზე განთავსებას.
  • უზრუნველყოფს პროდუქციის სისუფთავესა და პროდუქციის ვადების კონტროლს.
  • დროულად ხსნის ვადაგასულ პროდუქციას თაროდან.
  • აკონტროლებს სალაროს, ახდენს აღრიცხვას, ხურავს დღესა და ახდენს საჭირო ქვითრების ამოღება/შენახვას.
  • ახორციელებს ინვენტარიზაციას მენეჯერთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
  • მუშაობს ყავის აპარატთან (ყავის ჩამოსხმა, ყავის კონტეინერის მარცვლებით შევსება, რძის კონტეინერის შევსება)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებული და პუნქტუალური

თქვენ დაგხვდებათ

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული საერთაშორისო გარემო
  • კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  • სატრანსპორტო ბარათი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. შემდგომ ხდება ინფორმაციის დეპერსონალიზაცია.

იმ შემთხვევაში, თუ, ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა