ტექნიკური სპეციალისტი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.
მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 500 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.
ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka
კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2500ლ + (მზარდი კვალიფიკაციის და შედეგების მიხედვით) სამუშაო საათები: 5/7; ორშ.-პარ.10:00 - 18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქუჩა 52 ჯანმრთელობის დაზღვევა: 2 თვის შემდეგ Fitpass (ფარავს თანამშრომელი)
მოვალეობები
- კომპანიის ტექნიკური აპარატურის, ვენდინგ დანადგარებისა და გადახდის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა, მიზეზების დადგენა და შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრა;
- აპარატურის მდგომარეობის, სათადარიგო ნაწილებისა და საჭირო ტექნიკური მასალების კონტროლი;
- აპარატების სხვადასხვა ნაწილების შეკეთება.
მოთხოვნა
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, მექანიკა ან მონათესავე სპეციალობა);
- საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულებით გავლილი პროფესიული კურსები და შესაბამისი სერტიფიკატები;
- ტექნიკურ სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ელექტრობის, ელექტრონიკისა და მექანიკური სისტემების ცოდნა;
- ტექნიკური მოწყობილობების დიაგნოსტიკის, აწყობის, მონტაჟისა და შეკეთების უნარი;
- მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია.
პიროვნული თვისებები
- ენერგიული;
- პუნქტუალური;
- მოწესრიგებული;
- სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე.