8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

142ZZVTV გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

ავტო ხალიჩების სპეციალისტი / გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების თანამშრომელი

იკაუტო via hr.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾800–1000 / თვეში ბოლო ვადა:

ავტო ხალიჩების კომპანია IKAUTO აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ორ ლოკაციაზე: - თამარ მეფის ქუჩა - ავტო ხალიჩების სპეციალისტი - ქვიტირი - გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების თანამშრომელი (გამოცდილება აუცილებელი არ არის, საქმეს შევასწავლით ადგილზე)

ავტომობილის ხალიჩების დამზადების სპეციალისტი (თამარ მეფე)

IKАUTO-ს გუნდში ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ხალიჩების ზუსტ და ხარისხიან დამზადება-შეკერვას.

ძირითადი მოვალეობები: - ავტომობილის ხალიჩების დამუშავება და შეკერვა; - შეკვეთის შესაბამისად დეტალების ზუსტად შესრულება; - ხალიჩებისთვის საბოლოო სახის მიცემა IKАUTO-ს სტანდარტების შესაბამისად; - შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; - სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია: - სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ; - ხარისხიანად და მოწესრიგებულად მუშაობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი , თამარ მეფის ქ.70ა სამუშაო საათები: 09:00 - დან 19:00 მდე ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების თანამშრომელი (ქვიტირი)

IKАUTO-ს გუნდში ვეძებთ მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გსურს განვითარება გაყიდვების მიმართულებით - ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის დახვედრა და ხარისხიანი მომსახურება; - ავტომობილის მარკისა და მოდელის მიხედვით შესაბამისი ხალიჩების შერჩევა; - პროდუქტის სწორად და პროფესიონალურად შეთავაზება; - შეკვეთების მიღება და დეტალების ზუსტად დაფიქსირება; - შეკვეთის პროცესის კონტროლი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია: - კარგი კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ყურადღება დეტალების მიმართ; - მოწესრიგებულობა; - სწრაფად სწავლისა და განვითარების სურვილი; - მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

გამოცდილება აუცილებელი არ არის - მთავარია მოტივაცია, პასუხისმგებლობა და ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია. საჭირო უნარებსა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციას ადგილზე შევასწავლით.

სამუშაო ადგილი: ქვიტირი, პირველი ქ. 30 სამუშაო საათები: 09:00 დან - 19:00 მდე ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 597 67 26 27

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
იკაუტო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა