7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

16689H5E გამოქვეყნდა 25 აგვ 7 ნახვა

ტექნიკური ინჟინერი

Asbc via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1900 / თვეში ბოლო ვადა:

iSupport აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინერის პოზიციაზე

გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

iSupport – Apple Authorised Service Provider საქართველოში, ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს გუნდში გასაწევრიანებლად და Apple-ის ტექნოლოგიებთან სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ: - დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში - მუშაობას Apple-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში - წვდომას Apple-ის ოფიციალურ სასწავლო და განვითარების რესურსებზე - თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს - კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული მოწყობილობების ტექნიკური სერვისის უზრუნველყოფა Apple-ის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - შემოსული და გასული მოწყობილობების აღრიცხვა, კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი - სერვისის ვადების კონტროლი და დადგენილი ვადების დაცვა - IT სერვისების განვითარების და დანერგვის პროცესში მონაწილეობა

ვის ვეძებთ: - სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - ტექნიკური განათლება; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც - Apple-ის ტექნიკის შეკეთების გამოცდილება სასურველია - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე

ანაზღაურება და ბენეფიტები: - ფიქსირებული ანაზღაურება: 1,900 ლარი (Gross) - გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე - გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ ხელფასის ზრდის შესაძლებლობა - გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც ბონუსის მიღების შესაძლებლობა, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულებული არასაგარანტიო მომსახურებების შესაბამისად

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი: - 10:00–19:00 - 12:00–21:00

კვირაში 2 დასვენების დღე ლოკაცია: თბილისი

რატომ უნდა აირჩიო iSupport? iSupport-ში გეძლევა რეალური შესაძლებლობა, განავითარო შენი კარიერა და პროფესიული უნარები ტექნოლოგიურ სფეროში.

იმუშავებ გამოცდილ გუნდთან და მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას Apple-ის ტექნოლოგიებთან, ავტორიზებულ სერვის გარემოში.

თუ მზად ხარ, განავითარო შენი პროფესიული უნარები და გახდე iSupport-ის სერვისის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV! - https://hel-ai.com/apply/Z8UaaSWd

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Asbc
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა