9270 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

167JRPMT გამოქვეყნდა 27 ოქტ 20 ნახვა

შერჩევის სპეციალისტი

One Point გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო მოდელი: ჰიბრიდული (კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან);
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვლადიმერ კავსაძის #3 / ილია ჭავჭავაძის გამზირი #56.

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:

"One Point - HR Outsourcing" არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, მათ შორის შერჩევისა და ჰედჰანტინგის მომსახურებას. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. "One Point" ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

ძირითადი ამოცანები:

  • სხვადასხვა ინდუსტრიაში ვაკანტური პოზიციების შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • ვაკანსიის მოთხოვნების დაზუსტება კლიენტთან და კანდიდატის შესაბამისი პროფილის განსაზღვრა;
  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა არხის, მათ შორის LinkedIn-ის, კანდიდატთა ბაზებისა და სხვა პროფესიული პლატფორმების გამოყენებით;
  • ჰედჰანტინგის სტრატეგიების შემუშავება და პასიური კანდიდატების მოძიება;
  • მიღებული რეზიუმეების შეფასება და კანდიდატების კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციების ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
  • კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია, ინტერვიუების ჩატარება და მათი პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასება;
  • კანდიდატების წარდგენა კლიენტებთან, შესაბამისი პროფილების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
  • შერჩევის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, კანდიდატებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა და პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია;
  • კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია და შერჩევის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ვაკანსიების აღწერილობებისა და კანდიდატების მოსაზიდი საკომუნიკაციო მასალების მომზადება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
  • კანდიდატების მონაცემთა ბაზის განახლება და შერჩევის პროცესების მართვა CRM სისტემაში;
  • შერჩევის პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და გუნდის საერთო მიზნების მიღწევაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • HR რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კანდიდატების მოძიების, შეფასებისა და გასაუბრების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • ეფექტიანი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე შერჩევის პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • სასურველია სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციებზე, შერჩევის გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატების მართვის სისტემებთან (ATS/CRM) მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია "ვან ფოინთს" გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა