9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

175XMGJJ გამოქვეყნდა 15 ოქტ 117 ნახვა

იურისტის თანაშემწე

GAMA FC გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

GAMA FC — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო სპორტის ორგანიზაცია — აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სფეროში პროფესიული განვითარებით და სურს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ⁠ ⁠სპორტსმენებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
  • ⁠მოქმედი ხელშეკრულებების მართვა, განახლება და სისტემატიზაცია;
  • ⁠ ⁠სპორტსმენებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისაღებად;
  • ⁠ორგანიზაციის მიმდინარე იურიდიულ საკითხებში მონაწილეობა;
  • ⁠იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ⁠ ⁠უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტი;
  • ⁠იურიდიული დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადების საბაზისო ცოდნა;
  • ⁠ ⁠გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ⁠პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • ⁠ ⁠დამოუკიდებლად მუშაობისა და დავალებების დროულად შესრულების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • ⁠ ⁠იურიდიულ სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • ⁠რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ⁠ ⁠სპორტის სფეროსადმი ინტერესი.

სამუშაო პირობები:

  • ⁠ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი — ოფისში დასწრება სავალდებულოა კვირაში მინიმუმ ორჯერ, წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრებზე. დანარჩენი სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად;
  • ⁠ერთთვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა;
  • ⁠ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე;
  • ⁠პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • ⁠დინამიკურ და განვითარებად სპორტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV შემდეგ ელფოსტაზე და თემის ველში მიუთითეთ: "იურისტის თანაშემწე".

საკონტაქტო პირი: გიორგი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა