მოლარე-კონსულტანტი
საიუველირო ბრენდი "ეშვი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი
- პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების კონტროლში მონაწილეობა
- სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
- პროდუქციის სწორად და ბრენდის სტანდარტების შესაბამისად განთავსება
- მომხმარებლისთვის მიმდინარე შეთავაზებების, აქციებისა და ლოიალობის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- სამუშაო გარემოს მოწესრიგება და ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა მსგავს სფეროსა და პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებული
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- სამუშაო გრაფიკი: არასრული
- კვირაში 5 სამუშაო დღე
- 2 ცვლა: 10:00-16:00, 16:00-22:00
- დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.