ჰიდრავლიკ მექანიკოსი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდრავლიკ მექანიკოსის პოზიციაზე.
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3; სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები; ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ჰიდრავლიკური და მექანიკური სისტემების დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება;
- სათადარიგო ნაწილების მონტაჟი, დემონტაჟი და მათი გამართულობის უზრუნველყოფა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა ან შეკეთება;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისის სტანდარტების დაცვა;
- პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტის გზების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!