8093 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1C0FXPQN გამოქვეყნდა 26 აგვ 0 ნახვა

მოლარე

ალტა via jobs.ge
თელავი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ჩვენ ვართ "ალტა" — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ალტა მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია, გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თელავი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება; ** ზედნადებებისა და ინვოისის გამოწერა; ** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის; ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება; ** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა; ** დიპლომატიური პირისთვის დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა; ** მომხმარებლის მიერ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნესსაქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/AHZMkDjc

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ალტა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა